მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - ქართული კინო აქ.ახლა

5ee3729264961
BM.GE
12.06.20 16:12
1173
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის - „ქართული კინო - აქ.ახლა“ ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს.

რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობს ამბებს და პერსონაჟებს ფილმებისთვის, ასევე გვიამბობს თავისი უახლესი პროექტის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები