ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილე გახდა, აღნიშნულს აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ადასტურებს და პრემიერ-მინისტრს საკადრო გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოცხადებული ნდობისთვის, სპორტის მინისტრის მოადგილეობა არის შესაძლებლობა, ჩემს გუნდთან ერთად ვემსახურო ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასა და ახალგაზრდებს,
რომ მე, ნებისმიერი პოზიციიდან ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით,"- აცხადებს მგალობლიშვილი.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა და ის ამ თანამდებობას 2025 წლის 2 ივნისამდე იკავებდა.

























