ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ცნობით, ლევან მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. განახლებულ კაბინეტში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. რაც შეეხება მინისტრებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია დაიკავებს, განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია გახდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ლაშა ქარდავა დაინიშნა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად კი ლევან თევზაია. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა იკავებს.
აფხაზეთის მთავრობაში ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა. ლევან მგალობლიშვილი საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევების პარლამენტის წევრი. ის "რუსული კანონის" მხარდამჭერია.
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა, რომელიც პოზიციას 2019 წლიდან იკავებდა.