ენერგეტიკის სექტორი დაანონსებული 1 მილიარდიანი ჯარიმების ჩამოწერის მოლოდინშია - სექტორმა ამ დრომდე არ იცის ჯერჯერობით, კრიტერიუმები თუ რა ტიპის ინვესტორებს/პროექტებს და ასევე როგორ ჩამოეწერებათ სანქციების სახით დაგროვებული თანხები.
კონკრეტული კრიტერიუმებზე თუ ვის ჩამოეწერება ჯარიმები ჯერ ვერც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საუბრობენ . ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ყველა ინვესტორისთვის ცნობილია, თუ ვის აქვს დაგროვებული ჯარიმები, შესაბამისად, მისი მოლოდინით, შეღავათები ყველას შეეხება.
ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ დრომდე საკითხზე კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მხოლოდ ვერბალური კომუნიკაცია შედგა, თუმცა არის დათქმა რომ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.
“აქ ლაპარაკია ძველ პროექტებზე და რომლებსაც ბევრი მიზეზის გამო, ზოგან ინვესტორის ბრალეულობით, ზოგან ინვესტორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რაც ჰქონდა ვადები, დარღვეული აქვს.
ეს არ იქნება უპირობო გათავისუფლება, ითქვა კიდევაც, რომ თუ პროექტს გააგრძელებ, უნდა იცოდე, რომ ეს მართლა უნდა შეასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავ. ან ჯობია, რომ გახვიდე ამ პროექტიდან და თქვა, რომ პრობლემა აღარ გექნება. დაახლოებით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებაა მიღებული.
ვისაც ვადა აქვს დარღვეული, ყველამ იცის. ანუ, აქ რომ ვიღაცამ არ იცოდეს, ვადა ვის აქვს დარღვეული და ვის არ აქვს, ცოტა უცნაურია. ეს ეხება იმას, ვინც ვადა დაარღვია და ვის გარანტიასაც საფრთხე ემუქრება.
ენჯერჯერობით ეს არის ვერბალური საუბარი, თუმცა იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში უკვე ველოდებით, რომ საკითხზე უფრო მეტი სამართლებრივი კომუნიკაცია შედგება,”-ამბობს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.



























