მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვეფხვაძე: ბიზნესები გადასახადებს ვერ გადაიხდიან და უნდა ჩამოეწეროთ

5fad31af8227f
ლიკა გურაბანიძე
12.11.20 21:00
813

ბიზნესებს შეღავათები თუ არ დაუწესდათ, ისინი გადასახადებს ვერ გადაიხდიან, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ზაფხულში ბიზნესებში არსებული მოლოდინები პანდემიის მეორე ტალღის გამო ვერ გამართლდა.

“ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებიდან რომ დავიწყოთ, ეს არის ტურიზმი, სარესტორნო და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრია, რომელსაც თავის დროზე შეღავათი გაუკეთდა და სახელმწიფომ უთხრა, რომ 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო და ქონების გადასახადს არ გადაიხდიდნენ და ამას მოგვიანებით გადაიხდიდნენ. მაშინ მოლოდინი იყო, რომ ზაფხულში ეს სექტორები გაცოცხლდებოდა, ამუშავდებოდა და წლის ბოლომდე დავალიანებას დაფარავდა, თუმცა ვხედავთ, რომ სექტემბრიდან სიტუაცია გაუარესებისკენ მიდის. გადასახადები უნდა ჩამოეწეროთ იმიტომ, რომ ისინი ამ გადასახადებს ვერ გადაიხდიან.

აქედან გამომდინარე, სექტორებს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის, მაგრამ ის კომპანიებს რაღაც დოზით დაეხმარება.” - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს. BAG-ის წევრ კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მთავრობამ გაზაფხულზე შემოიღო, გარკვეული პერიოდით კიდევ უნდა გაგრძელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები