მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევილის მამული საგარეო საქმეთა სამინისტომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა

60d8b2c61a306
BM.GE
27.06.21 21:12
580
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში, ქ. ლევილის ქართულ აკადემიაში, ლევილის მმართველი საბჭოს საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის მამულის პროექტის შემდგომი მართვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლაგარზდობის სამინისტროს გადააბარა.

"სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პოექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი“, რის შედეგადაც, ორანჟერიის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

მეორე - „დიდი პროექტი“, ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2024 წელს მოხდება. მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ისტორიული მამულის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები უკვე შედის იმ ეტაპზე, როდესაც უნდა შემუშავდეს ლევილის ქართული აკადემიის დამტკიცებული კონცეფცია-პროექტი, შესაბამისად უმჯობესია, საკითხის მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტის გათვალისწინებით, ამ სამუშაოებს კულტურის სამინისტრო წარუძღვეს.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები