იაპონურმა ლექსუსმა, რომლის პრემიუმ-კლასის ავტომობილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია, თავისი ახალი ფლაგმანის, 2022 წლის Lexus LX-ის საერთაშორისო ტესტ-დრაივი სწორედ საქართველოში მოაწყო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ამ მოვლენას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, რომ თავიანთი საუკეთესო მოდელის სრულიად ახალი ვერსიის გამოშვებაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა არ არსებობს.