ინკლუზიური გარემოს შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომლებზეც თანამედროვე სახელმწიფოები დგას. საქართველოში ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ და სოციალურმა საწარმომ - „ბაბალემ“. ამ წლების განმავლობაში გაწეული შრომა არ დარჩენილა შეუმჩნეველი არც საერთაშორისო დონეზე. სულ ცოტა ხნის წინ, ევროპის დაუნის სინდრომის ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის მმართველთა 9-კაციან საბჭოში ერთ-ერთ წევრად საქართველოს წარმომადგენელი, ლია ტაბატაძე აირჩიეს. EDSA 30-ზე მეტი ქვეყნის 43 ორგანიზაციას აერთიანებს. ამ ფონზე, ქართველი სპეციალისტის არჩევა ევროპულ მმართველ საბჭოში ნიშნავს, რომ ჩვენი გამოცდილება და ხედვა საერთაშორისო დონეზე ღირებულია. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს სტატუსი საქართველოს, რა რეალური გამოწვევები გვაქვს დღეს ინკლუზიური განათლების კუთხით და როგორ შეგვიძლია ევროპული რესურსების ადგილობრივ დონეზე გამოყენება?
სტუმარი: ლია ტაბატაძე - სოციალური საწარმო „ბაბალეს“ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი






























