მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიბანში ისრაელის იერიშებს 52 ადამიანი ემსხვერპლა - ჯანდაცვის უწყება

აფეთქება ბეირუთში

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ისრაელმა იერიშები ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში მას შემდეგ გააძლიერა, რაც „ჰეზბოლამ“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის ობიექტზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო საათების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი დარტყმის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ მაღალჩინოსანი იყო.

ლიბანის პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა მკაცრად დაგმო როგორც ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმები, ისე ისრაელის საპასუხო იერიშები. მან "ჰეზბოლას" მოუწოდა, არ გამოიყენოს ლიბანის ტერიტორია „მარიონეტული ომებისთვის“ და თქვა, რომ მსგავსი ოპერაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესები არ უნდა შეეწიროს გარე ძალების დაპირისპირებას. როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ ტერორისტულ დაჯგუფებას სამხედრო მოქმედებების განხორციელება აუკრძალა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელებულ დღევანდელ ოპერაციებს აუცილებელ ზომად აფასებენ. ცნობისთვის, დარტყმების ძირითადი სამიზნე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მთავარ საყრდენ პუნქტად მიიჩნევა. ვრცელდება ცნობა, რომ იერიშებისას მოკვდა დაჯგუფების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელიც. თუმცა ინფორმაცია ისრაელის მთავარი სამიზნის, ლიბანელი ტერორისტების მეთაურის, ნაიმ ქასემის ლიკვიდაციის შესახებ ჯერ არ ვრცელდება. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები