მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი ბანკი” ფერმერებისთვის - დეტალებით ირაკლი აბაშიძე საქმიან დილაში

BM.GE
02.06.20 10:42
1520
სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის ,,აგრო ბარათს“ მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამით ისარგებლებს. ბარათების გაცემა 9 ივნისიდან დაიწყება და 37 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25ჰა-დან 10 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთი. პროგრამის თანახმად, ფერმერებს, სუბსიდიის თანხის შესაბამისი ქულები (1 ქულა = 1 ლარს) დაერიცხებათ ლიბერთი ბანკის ,,აგრო ბარათებზე“ 0.25 ჰექტარზე - 50 ქულა,1 ჰექტარზე - 200 ქულა, 10 ჰექტარზე - 2 000 ქულა. როგორ შეუძლიათ ფერმერებმა შესაბამისი ბარათი მიიღონ და შესაბამისად გამოიყენონ?


სტუმარი: ირაკლი აბაშიძე - "ლიბერთი ბანკი", მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები