მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიბერთი ბანკი": საბანკო რეგულაციები კარგად გასაანალიზებელი და სავარაუდოდ, შესაცვლელია

5dd6badd47a92
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.19 21:17
1203
“ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები კარგად გასაანალიზებელი და სავარაუდოდ, შესაცვლელია.

“ეს არის კომპლექსურად გასაანალიზებელი და კომპლექსური ცვლილებები სჭირდება საბანკო რეგულაციებს. სხვადასხვა ასპექტია ამ რეგულაციებში - როგორც კაპიტალთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა შეზღუდვები დაკრედიტების ზღვარის, ან დაკრედიტების წესების მიხედვით”,- აცხადებს ლევან თხელიძე.

შეგახსენებთ, როგორც ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, ხელისუფლება სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირებას განიხილავს:

“მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე", - განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

მან ასევე ეროვნულ ბანკს მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები