მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებაა

6298e4add432f
თამთა ჯიჯავაძე
02.06.22 20:24
10503
ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებაა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს ბანკიდან მიაწოდეს. 

ცვლილების მიხედვით, ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა. ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა ჩაანაცვლებს დავით აბაშიძეს.

გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო "ვითიბი ბანკი საქართველოს" საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო "ვითიბი ბანკი საქართველოს" რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები