ლიბერთი ბანკთან კომპენსირებაზე საუბარი არ გვქონია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება დღეს და არა მაგალითად ერთი წლის წინ და ხომ არ გასცემს მთავრობა ბენეფიტს ბანკის მიმართულებით.
საქმე ის არის, რომ 150 000-ზე მეტი პენსიონერს სესხზე პროცენტი შემცირდება. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.
„რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ეს არის აქტიური კომერციული პროდუქტი და ბანკი გადაწყვეტილებას იღებს პირველ რიგში კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბანკის წარმომადგენლებს სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს. რეალურად, მათ მოიკლეს გარკვეული კომერციული მოგება, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიდან გამომდინარე. ჩვენ არ გვქონია საუბარი ამის კომპენსირებაზე. ეს იყო ბანკის გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.
1.5 წლის განმავლობაში პენსიონერები, სავარაუდოდ, ₾8 მილიონამდე დაზოგავენ - სებ-ი