„ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორის ბექა გოგიჩაიშვილს განმარტებით, პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის შემცირების ვადებსა და ტექნიკურ გზებზე მოსახლეობას მოგვიანებით ეცნობება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა.
„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და ეროვნულ ბანკთან. შევთანხმდით, რომ ის პენსიონერები, რომლებიც ჯერჯერობით ვერ ან არ სარგებლობენ განახლებული პირობებით და შემცირებული პროცენტით, ყველა ამ პენსიონერმა შეძლოს და ყველას შევუმციროთ პროცენტები და გადავიყვანოთ ახალ, 2023 წლის შემდეგ მოქმედ შემცირებულ პროცენტებზე. ამ ყველაფრის განხორციელების ტექნიკურ გზებზე ჩვენ კიდევ უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად, შემდეგ ვაცნობებთ საზოგადოებას აღსრულების ნაწილში თარიღებს და სხვა ტექნიკურ დეტალებს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.