მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი განათლებისთვის, განათლება თავისუფლებისთვის

649c07ef9b4ef
BM.GE
28.06.23 14:15
410
ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.

ახლახანს, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. აღნიშნული პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა ინგლისური და უკრაინული ენებიდანაა შესაძლებელი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა.

რამდენიმე დღეა, რაც აღნიშნულ პლატფორმას დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის შესწავლის კიდევ უფრო რთულ დონეს გულისხმობს.

"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას ეხება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ქართული ენით დაინტერესებულ ადამიანებს, ინგლისური და უკრაინული ენიდან სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიონ ქართული ენა. ამ პლატფორმას, ახლახანს დაემატა A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რომელიც ქართული ენის საფუძვლიან შესწავლას გულისხმობს. ვამაყობთ, რომ ქართული ენის სწავლას და განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება", - აცხადებს ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ზაქარიაძე. 

დეტალურად პროექტი იხ: https://bit.ly/43hb2VH

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები