ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება.
თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:
1. მაღალი დონის კორპორაციული ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობისთვის;
2. დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების სამართლიან მოპყრობას, მათ პატივისცემას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებების მიმართულებით და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
3. დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას;
4. ქალთა განათლების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
5. კომპანიის განვითარებას, მიწოდების ჯაჭვისა და მარკეტინგის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რაც ქალებს გააძლიერებს;
6. დასაქმებულთა ინიციატივების ადვოკატირების გზით, მათი თანასწორობის ხელშეწყობას;
7. გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესის გაზომვას და შედეგების გასაჯაროვებას", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.
ცნობისთვის: გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.