მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთისა“ და ,,მზერას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლიბერთი სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთისა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.