უკრაინამ რუსულ მხარეს შესთავაზა, აგვისტოს ბოლომდე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით ლიდერების შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა მხარეებს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თუმცა, უმეროვს არაფერი უთქვამს ამაზე რუსეთის დელეგაციის რეაქციის შესახებ.
უმეროვის თქმით, მხარეებმა განიხილეს ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის შემდგომი ეტაპები. რუსული მხარე დათანხმდა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი ადამიანების დაბრუნებას, მათ შორის მძიმედ დაჭრილებისა და ახალგაზრდების. გარდა ამისა, უმეროვის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.




























