მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიეტუვის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა - გელა სამხარაული

სს
06.03.24 22:49
306

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და განსაკუთრებული აქცენტი აგრარულ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე გაამახვილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველი ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია ლიეტუვის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, ამისათვის კი აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება და სასწავლო ვიზიტების განხორციელება.

როგორც გელა სამხარაულმა თქვა, ლიეტუვის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა.

„ლიეტუვის ელჩთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მომავალ თვეში, ლიეტუვის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვევა. შეხვედრაზე სამომავლო ვიზიტის საკითხები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი კოლეგების შეხვედრები გაიმართება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუმრობა, სადაც საუბარი შეეხება სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების მომზადების საკითხებს“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის ლიეტუველ ხალხს და მთავრობას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს გელა სამხარაული და ანდრიუს კალინდრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები