მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილუაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა, შესაძლოა განაჩენი დღესვე გამოცხადდეს

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის ადვოკატები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სუს-ის ყოფილი უფროსი მზად არის, საბოლოო სიტყვაც დღესვე თქვას. თუკი ასე მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე ნინო თარაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები