საქსტატი ინფლაციას ყოველთვიურად 300-ზე მეტი დასახელების საქონლის ფასის გამოკვლევით ითვლის. საქსტატის თანახმად, ივლისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია. ინფლაციის დეტალური ანგარიშის მიხედვით, ივლისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად 124%-ით ლიმონი გაძვირდა. მეორე ადგილზეა კივი ფასის 65%-იანი მატებით, მესამეზე კი კარტოფილი ფასის 55%-იანი მატებით.
2025 წლის ივლისში ყველაზე გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:
| # | პროდუქტი | ფასის ცვლილება |
| 1 | ლიმონი | 124% |
| 2 | კივი | 65% |
| 3 | კარტოფილი | 55% |
| 4 | ნიორი | 35% |
| 5 | კაკაო | 32% |
| 6 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 29% |
| 7 | საავადმყოფოს მომსახურება | 26% |
| 8 | ნაყინი | 26% |
| 9 | ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები | 23% |
| 10 | მანდარინი | 23% |
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს წელს ყველაზე მეტად - 27%-ით გაიაფდა კიტრი, ასევე 25%-ით გაიაფებულად ითვლება ინტერნეტის ტარიფი, რადგან გასულ წელს კომპანიებმა ტარიფის შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, ასევე 19%-ით არის შემცირებული წიწაკის ღირებულება, საზამთრო კი 16%-ით არის გაუაფებული.
| # | პროდუქტი | ფასის ცვლილება |
| 1 | კიტრი | -27% |
| 2 | ინტერნეტის გადასახდელი | -25% |
| 3 | წიწაკა | -19% |
| 4 | საზამთრო | -16% |
| 5 | ქალის შარვალი | -16% |
| 6 | მწვანე ლობიო | -15% |
| 7 | სპორტული ფეხსაცმელი | -14% |
| 8 | მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი | -12% |
| 9 | დიზელის საწვავი | -11% |
| 10 | მაცივარი | -11% |




























