მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიმონის იმპორტი 2025 წლის პირველ 9 თვეში 24%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

ლიმონი

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ლიმონის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 3 412 ტონა ლიმონში $2.5 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, შესყიდული ლიმონის მოცულობა 2 843 ტონა იყო, ხოლო გადახდილი თანხა $2 მლნ-ს უდრიდა.

მონაცემები ცხადყოფს, რომ ლიმონის იმპორტი ღირებულებით 23.8%-ით, ხოლო მოცულობით 20%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის ლიმონის მთავარი საიმპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია, საიდანაც ქვეყანაში $787 ათას ღირებულების 2 090 ტონა ლიმონი შემოვიდა.

საქართველოსთვის ლიმონის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები (2025/9თვე):

  1. თურქეთი - $787 ათასი, 2 090 ტონა;
  2. სამხრეთი აფრიკა - $767 ათასი, 641 ტონა;
  3. ნიდერლანდები - $747 ათასი, 309 ტონა;
  4. არგენტინა - $125 ათასი, 100 ტონა;
  5. ირანი - $72 ათასი, 172 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები