მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lineate სომხეთსა და პოლონეთში გაფართოებას გეგმავს - გიორგი ციკოლია

გიორგი ციკოლია

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ი, რომელიც საქართველოში 2022 წელს შემოვიდა, სომხეთსა და პოლონეთში გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელურ დისკუსიაზე მონაწილეობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკული ტექკომპანიისთვის რეგიონში საქართველო ცენტრალური ქვეყანაა, რომლის შემდეგაც სხვა ბაზრებზე გაფართოებას იწყებენ.

„ჩვენი კომპანია 2 წელია საქართველოს ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი აქტივობა გაორმაგდა. „ლინეიტი“ ნიუ-იორკში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც წლებია ამერიკაში უმსხვილეს კომპანიებს ემსახურება და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას და გადაწყვეტებს ვთავაზობთ, რომელიც ჰაიტექ-ინდუსტრიას ეხება.

ჩვენთვის საქართველოში დაგროვებული გამოცდილება საინტერესოა და იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია ჩავდოთ და მეტი ადამიანი დავასაქმოთ. 2024 წლის გეგმაში თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებაა. საქართველოს გარდა, რომელიც ჩვენი რეგიონული ოფისი და ცენტრია, ჩვენ სომხეთსა და პოლონეთში გაფართოებას ვგეგმავთ. დღეისთვის 500 ადამიანი გვყავს დასაქმებული და ამ კუთხით ინვესტირებას გავაგრძელებთ, პირველ რიგში საქართველოში“, - განაცხადა Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა.

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა. Lineate პირველი კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით - FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები