გასულ კვირეულში მნიშვნელოვანი ამბავი გაიმართა, როცა საქართველოში Lion Finance Group -მა ყოველწლიური Investor Day გამართა, რომელსაც 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და ანალიტიკოსი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფის მენეჯმენტმა, საქართველოს ბანკისა და Ameriabank-ის გუნდის წევრებთან ერთად, სტუმრებს ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები, ფინანსური შედეგები და ხედვები გააცნო. Investor Day-ს ესწრებოდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Firebird, M&G Investments, Morgan Stanley, JPMorgan Chase და სხვები.
სტუმარი: არჩილ გაჩეჩილაძე - Lion Finance Group, აღმასრულებელი დირექტორი;
ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;


































