მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესი KRU-ს თანამფლობელი გახდა

KRU მესი

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, სერხიო აგუეროს დაფუძნებული გეიმინგ კომპანიის “KRU"-ს თანამფლობელი გახდა.

საქმე ის არის, რომ 2020 წელს დაარსებული Esports გუნდი ისეთ თამაშებში იღებს მონაწილეობას, როგორებიცაა Valorant, Rocket league, League of Legends და სხვ.

“მოხარული ვარ, რომ საქმეს ლეოსთან ერთად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ და წინ უამრავი გამოწვევაა. დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და დიდი მეგობარი KRU-ის ნაწილია” - განაცხადა სერხიო აგუერომ.

ცნობისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ დავიდ დე ხეამ აგუეროს განცხადების შემდეგ საკუთარ გეიმინგ პლატფორმა Rebels Gaming-ში, მესის მთავარი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუ მიიწვია.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენი დაუჯდა თანამფლობელობა ლეონელ მესის.