8 გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია, რაც კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში დამტკიცდა.
კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მესი არის მეორე ადამიანი, რომლის გამომწერების რაოდენობამაც ინსტაგრამზე 500 მილიონს გადააჭარბა. მას ამჟამად მხოლოდ მისი კარიერული მეტოქე რონალდუ ასწრებს 622 მილიონი გამომწერით. მათ შემდეგ ყველაზე მეტ გამომწერიანი ვარსკვლავები არიან სელენა გომესი (429 მლნ), კაილი ჯენერი (400 მლნ) და დუეინ ჯონსონი (397 მლნ).
მესი ამჟამად ინსტაგრამზე ყოველთვიურად აქტიური 2,5 მილიარდი მომხმარებლის 20%-ს ჰყავს გამოწერილი, ამასთანავე უფრო პოპულარულია ვიდრე NFL-ის ყველა მოთამაშე ერთად. ამერიკული სპორტის სახეობების 154-ვე გუნდის გამომწერების რაოდენობა, რომ შევკრიბოთ მათ მაინც ლიონელ მესიზე ნაკლები გამომწერი ეყოლებათ.
არგენტინელის გამომწერების 72% მამაკაცია და 85% არ აღემატება 34 წელს. ბრაზილია არის ქვეყანა, რომელიც მესის გამომწერებში ყველაზე დომინანტია 12%-ით, მას მოჰყვება ინდოეთი 8,1%-ით, მშობლიური არგენტინა 6,5%-ით და აშშ 6,2%-ით.
ლიონელ მესის ეკუთვნის ინსტაგრამზე ყველაზე მოწონებადი პოსტის რეკორდიც, კერძოდ მსოფლიოს ჩემპიონობის ზეიმის ფოტოებს 75,5 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.