მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესი საკუთარ კინომწარმოებელ კომპანიას ხსნის

მესის კინოწარმოების კომპანია

არგენტინელი საფეხბურთო ლეგენდა ლიონელ მესი კომპანია Smuggler Entertainment-თან პარტნიორობის შედეგად საკუთარ კინომწარმოებელ კომპანია 525 Rosario-ს ხსნის. კომპანიის სახელწოდება მესის მშობლიური ქალაქის როსარიოს სახელწოდებიდან და იმ ნომრიდან მომდინარეობს, რომელ ქუჩაზეც მისი ოჯახი ცხოვრობს.

Smuggler Entertainment-ი, რომელმაც Apple TV+-თან ერთად მესის შესახებ დოკუმენტური ფილმები აწარმოვა სახელწოდებით “მესის მსოფლიო ჩემპიონატი: ლეგენდის აღზევება” და “მესი შეხვდა ამერიკას”, მზადაა, ახლა თავად დაეხმაროს “ინტერ მაიამის” შემტევს საკუთარი კინომწარმოებელი კომპანიის დაარსებასა და ფუნქციონირებაში.

525 Rosario პროდიუსინგს გაუწევს სატელევიზიო სერიალებს, ფილმებს, პირდაპირ ეთერში სპორტულ თუ საზოგადოებრივ ღონისძიებებს და ა.შ. ამასთანავე კომპანია მესისთვის და სხვა სპორტსმენებისთვის ბრენდირებულ კონტენტს შექმნის. 525 Rosario-ს სათავო ოფისები განლაგდება მაიამისა და ლოს-ანჯელესში და მას მესის ოჯახის წევრები და Smuggler Entertainment-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიმ პასტორე მართავენ.

“ჩვენი მიზანია მსოფლიოს გარშემო ადამიანები სრულიად ახალი გზით შთავაგონოთ და დავაკავშიროთ. ჩვენ გვსურს გასართობ ინდუსტრიაში, ინოვაციური ამბის მოყოლის ხერხებითა და გამოცდილებებით სრულად ახალი სიტყვა ვთქვათ” - ნათქვამია მესის ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი კინოწარმოების კომპანიის შექმნით 8 გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესი შეუერთდა სპორტსმენთა ისეთ კატეგორიას, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, ტომ ბრეიდი, სერენა უილიამსი, ნაომი ოსაკა და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები