მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეხუთე დივიზიონის კლუბი “კორნელა” შეიძინა

მესი და კორნელა

არგენტინელმა ლეგენდამ, ლიონელ მესიმ ესპანეთის მეხუთე დივიზიონის გუნდი “კორნელა” შეიძინა, ამის შესახებ კლუბმა ხუთშაბათს განაცხადა.

კატალონიაში დაფუძნებული კლუბი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ფეხბურთელების განვითარებითა და აკადემიით, აღზარდა ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან ხორდი ალბა, ჟერარ მარტინი და დავიდ რაია.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
„ლეო მესის მოსვლა ჩვენი კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისია, რომლის მიზანია როგორც სპორტული, ისე ინსტიტუციური განვითარება, საფუძვლების გაძლიერება და ნიჭიერ ფეხბურთელებში ინვესტიციის გაგრძელება. პროექტი ეფუძნება გრძელვადიან ხედვასა და სტრატეგიულ გეგმას, რომელიც აერთიანებს ამბიციას, მდგრადობასა და ადგილობრივ ფესვებთან მჭიდრო კავშირს.“

მიუხედავად იმისა, რომ ეს მესის პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულ საფეხბურთო კლუბს ფლობს, ეს არ არის მისი პირველი ინვესტიცია კლუბის საკუთრებაში. ის არის ურუგვაული პროფესიონალური გუნდის, “Deportivo LSM-ის” თანამფლობელი თავის “Inter Miami CF-ის” თანაგუნდელ ლუის სუარეზთან ერთად.

მესის მიერ “კორნელაში“ ინვესტიცია ასევე წარმოადგენს ახალგაზრდული ფეხბურთის მხარდაჭერის კიდევ ერთ ნაბიჯს მას შემდეგ, რაც 2025 წლის დეკემბერში მან Messi Cup-ის პირველი ტურნირი ჩაატარა, სადაც 16-წლამდელთა რვა გუნდი მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები