MLS-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი და შესაბამისად, აშშ-ში ლიონელ მესის მაისური გაყიდვების რაოდენობით ლიდერობს. 15 ყველაზე გაყიდვად ეკიპირებას შორის მეორე ადგილზე მესის თანაგუნდელი ლუის სუარესია, მე-11 ადგილს სერხიო ბუსკეტსი და მე-15-ს კი ხორდი ალბა იკავებენ, რომლებიც ასევე “ინტერ მაიამის” რიგებში ირიცხებიან.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი ლიგას გაყიდული მაისურების რაოდენობით გასულ წელსაც ლიდერობდა. წელს კი არგენტინელისა და ურუგვაელის გარდა ხუთეულში LAFC-ის დენის ბოუნგას, Cincinnati-ის ლუსიანო აკოსტასა და Colombus Crew-ს კუჩო ერნანდესს ვხვდებით.
მესის მაისურების გაყიდვით სარგებელს იღებს კომპანია Adidas-ი, რომელიც MLS-ს მაისურებით ამარაგებს და ამავდროულად არგენტინელის მთავარი სპონსორია და Fanatics-ი, რომელიც ლიგის ონლაინ მაღაზიას მართავს.
შეგახსენებთ, “ინტერ მაიამი” ახალი 25-ათასიანი ტევადობის სტადიონის აშენებას 2026 წლისთვის გეგმავს და მშენებლობის ღირებულება 350 მილიონ დოლარს მიაღწევს.