მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" ლუკა მოდრიჩთან ერთად თამაში სურს

მესი და მოდრიჩი

მადრიდის რეალისა და იუგოსლავიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" ლუკა მოდრიჩთან ერთად თამაში სურს.

"ოქროს ბურთის" ხორვატი გამარჯვებული მადრიდის რეალში დიდი ხანი რომ აღარ დარჩება, საიდუმლო არავისთვისაა. მიმდინარე სეზონში ლუკას კარიერის ესპანური ნაწილის 11-წლიან პერიოდში პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორი შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

"გასულ ზაფხულში მოდრიჩს წინადადება MLS-ის ბევრი გუნდიდან ჰქონდა, მათ შორის "ინტერ მაიამისგანაც". ლუკას დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ის "რეალში" დარჩა. მასთან ერთად თამაში პირადად ლეო მესის უნდა. რამდენიმე დღის წინ დევიდ ბექჰემი მოდრიჩს ხორვატიაში შეხვდა და ერთად ისადილეს კიდეც," - თქვა მიიატოვიჩმა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი "რეალში" მათთვის განკუთვნილი როლით უკმაყოფილოები არიან. ორივე ფეხბურთელი თვლის, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები