მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიონის” ფინანსური პრობლემები გრძელდება

ლიონი და ფინანსური პრობლემები

ფრანგული კლუბი “ლიონი” ფინანსურ პრობლემებშია გახვეული. გუნდს დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება აქვს ბაზის დაცვაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, კვებაზე და ა.შ.

ყველაფერთან ერთად “ლიონს” “მეცის” ვალიც აქვს, რადგან გიორგი მიქაუტაძეში გადახდილი თანხა ჯერ არ დაუფარავს, რის გამოც სასამართლოშიც უჩივიან და ვალის დროულად გასტუმრებას ედავებიან.
ფრანგული ორგანიზაციის მფლობელი Eagle Football Group აპირებს მომდევნო თვეების განმავლობაში სიტუაცია გამოასწოროს, რისთვისაც “კრისტალ პალასის” აქციები გაყიდა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეც შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ “ლიონი” სამსახურიდან 90 ადამიანის გაშვებას აპირებდა, ამასთან მოთამაშეების გაყიდვით 100 მილიონი ევრო უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 25 მილიონი გამოიმუშავა.

ცნობისთვის, “ლიონს” არც სპორტული მიმართულებით ულხინს. გუნდმა ჩატარებული 6 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. ამასთან ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ამ დროისთვის გოლის გატანას ვერ ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები