მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ლიონმა” აპელაცია მოიგო და ლიგა 1-ში დარჩება

ლიონი ლიგა 1-ში რჩება

საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდ “ლიონს”, რომელშიც გიორგი მიქაუტაძეც ირიცხება, ყველა სასჯელი მოუხსნეს და ლიგა 2-ში დაქვეითება აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულ გუნდს 175 მილიონი ევროს დავალიანება ჰქონდა, რის გამოც თავდაპირველად ლიგა 2-ში დააქვეითეს. კერძოდ, საუბარი პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე იყო, რომელიც, როგორც ჩანს, “ლიონმა” ვერ დაფარა. ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას “გაუგებრობა” უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებდნენ.

რამდენიმე კვირის წინ კლუბის მფლობელმა ჯონ ტექსტორმა “კრისტალ პალასი“ 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, რაც ინგლისური კლუბის ევროპა ლიგაზე დაშვების წინაპირობა იყო. ცნობისთვის, “ლიონს” საკმაოდ დიდი დახმარება “პარი სენ ჟერმენმა” გაუწია. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ბარკოლას ტრანსფერის სრული ღირებულება 45 მილიონი ევრო დაფარა. კონტრაქტის მიხედვით, “პსჟ-ს” აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები