მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

ლიონში ქართველი შემტევის გიორგი მიქაუტაძის სახლი ორმა შეიარაღებულმა პირმა იარაღის მუქარით გაძარცვა.

ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიება, რომელსაც ადგილობრივი კრიმინალური განყოფილება ხელმძღვანელობს დამნაშავეებს უკვე ეძებს.

სახლიდან გატანილია 250 ათასი ევროს ღირებულების ნივთები, სამკაულები, საათები, და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ამ წელს უკვე მეორედ მიქაუტაძის თანაგუნდელის ნიკო ტალიაფიკოს სახლიც გაძარცვეს, რომელიც მომხდარის გამო კლუბიდან ტრანსფერსაც არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები