მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლისაბონის ფუნიკულიორზე ავარიას 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა - BBC

სს

"ლისაბონის ფუნიკულიორზე ავარიას 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მას შემდეგ, რაც ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი ადგილზე იყო ჩარჩენილი. ხელისუფლების ცნობით, ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია.

ისინი დასძენენ, რომ ავარიის მიზეზი უცნობია.

პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები