მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი დეველოპმენტი“ ბუკნარში ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

ლისი დეველოპმენტი ბუკნარი
BM. GE
03.08.23 11:00
619

„ლისი დეველოპმენტი“ ბუკნარში, რომელიც უნიკალური სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა და მთასა და ზღვას აერთიანებს, ახალ საკურორტო უბანს აშენებს.

უბანი, რომელიც ბათუმიდან 7 წუთის სავალზეა, "ლისი დეველოპმენტმა", ბრიტანულ არქიტექტურულ კომპანიებთან თანამშრომლობით შექმნა.

ბუკნარის პირველი ფაზა გულისხმობს 15-სართულიან შენობას, რომელიც მოიცავს  სასტუმროსა და აპარტამენტებს, რომლის  მომიჯნავედ ასევე აშენდება საცურაო აუზი, სპორტული მოედანი, რესტორანი და კაფე-ბარი.

ახალ საკურორტო უბანს გამოარჩევს პრივატული სანაპირო ზოლი, რომელიც აპარტამენტებიდან 10 მეტრში მდებარეობს.

აპარტამენეტის არჩევანი 35 კვ.მ-დან იწყება, მყიდველს კი Turn Key მდგომარეობაში - სრული რემონტით, ავეჯითა და სამზარეულოთი ბარდება.

მშენებლობისა და რემონტის პროცესში კი, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია გამოყენებული.

„ახალი საკურორტო უბნის“ მშენებლობა 2025 წელს დასრულდება. პროექტის გენერალური გეგმა  ცნობილმა ბრიტანულმა არქიტექტურულმა კომპანია WATG-მა შექმნა, რომელიც მსოფლიოში არაერთი წამყვანი კურორტის ავტორია. კომპანია Architect of Invention-მა კი „მწვანე ქალაქი ლისზე“ არსებული ლისი გარდენ ჰაუსის პროექტის შემდეგ, ბუკნარის პირველ შენობაზეც იმუშავა.

„ლისი დეველოპმენტი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 10 წელია ლიდერობს და მწვანე და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. კომპანიის პორტფოლიო ისეთი პროექტებისგან შედგება, როგორებიცაა „მწვანე ქალაქი ლისზე“ და „კურორტი კოხტა-მიტარბი“.

„ლისი დეველოპმენტმა“ საქართველოში პირველად დაამკვიდრა უნიკალური „80/20“ კონცეფცია, რაც ტერიტორიის 20%-ის განაშენიანებისთვის, დარჩენილი 80%-ის კი გამწვანებისა და დამატებით ინფრასტრუქტურისთვის დათმობას გულისხმობს.

კომპანია თანამშრომლობს ჰოლანდიურ, ესპანელ და ბრიტანელ არქიტექტორებთანაც და 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია, რომელთა შორისაცაა უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) და International Property Awards-ის რამდენიმე  მნიშვნელოვანი ჯილდო. წელს „ლისი დეველოპმენტმა“ საქართველოში საუკეთესო შერეული ტიპის დეველოპმენტისა და საუკეთესო მდგრადი საცხოვრებელი დეველოპმენტის ხუთვარსკვლავიანი პრიზებიც მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები