მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლისი ლემანსი“ - ახალ იპოდრომთან უნიკალური რეკრეაციული ზონა მოეწყო

60a7e83b36337
მარიამ იზორია
21.05.21 23:28
5391
ახალ იპოდრომთან რეკრეაციული ზონა „ლისი ლემანსი“ გაიხსნა, რომელიც ღია სივრცეში „კარტინგის“ ნახევარკილომეტრიან ტრასას, ტენისის მაგიდებს და სასროლეთს აერთიანებს. გასართობი სივრცე მალე მომხმარებელს მინი გოლფის სტადიონს, კაფე-ბარს და დამატებით ღია ბარსაც შესთავაზებს.

„ლისი ლემანსის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მომხმარებლის მხრიდან გასართობი სივრცის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია. გურამ თავაძე იმედს გამითქვამს, რომ სამომავლოდაც პანდემია ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.

„ჩვენი რეკრეაციული ზონა უნიკალურია, საქართველოში ამ მოცულობის ღია კარტინგის ტრასა და სასროლეთი არ გვაქვს, აღსანიშნავია, ისიც, რომ „ლისი ლემანსში“ მოსულ ადამიანს ჩვენს ტყეში ჰამაკებზე დასვენების საშუალებაც აქვს, ჯერ სულ სამი დღეა, რაც გავიხსენით და დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია, რაც შეეხება პანდემიას, ვფიქრობთ, ხელს არ შეგვიშლის იქიდან გამომდინარე, რომ „ლისი ლემანსი“ ღია სივრცეშია და ადამიანებისთვის პანდემიიდან გამომდინარე ეს პრიორიტეტია“, - აღნიშნავს გურამ თავაძე.

სამომავლოდ „ლისი ლემანსში“ კვადროციკლის ტრასაც მოეწყობა და გასართობი სივრცე რეგიონებსაც მოიცავს. „ლისი ლემანსის“ დამფუძნებლის თქმით, რეგიონში პირველი ქალაქი თელავი იქნება.

ცნობისთვის, პროექტი პირადი ინვესტიციით განხორციელდა და საბოლოო ჯამში 35 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები