მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლისი ტრიოს A და B ბლოკების კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია - პროექტი აქტიურად გადადის შემდეგ ეტაპზე

ლისი ტრიო
20.05.26 09:50
1627

დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დინამიკური პროექტი „ლისი ტრიო“ განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში შევიდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, პროექტის წარმატებასა და საინვესტიციო საიმედოობას რამდენიმე მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს: ფინანსური პარტნიორობა წამყვან ბანკთან, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და სამშენებლო ვადების ზუსტი დაცვა.

bm.ge გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ ხუციშვილთან, ტრიო ჯგუფის მარკეტინგული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროექტის მიმდინარე სტატუსის, ინფრასტრუქტურული პროგრესისა და იმ კონცეფციის შესახებ.

რა ეტაპზეა ამჟამად „ლისი ტრიოს“ სამშენებლო სამუშაოები და რამდენად პასუხობს პროექტი დეკლარირებულ ვადებს?

"სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი პროექტი „ლისი ტრიო“ მშენებლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. პროექტში A და B ბლოკების კონსტრუქციული სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მიმდინარე ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც ფასადისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ისე შიდა სარემონტო სამუშაოები.

„ლისი ტრიო“ A კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გამოირჩევა მაღალი სამშენებლო ტემპითა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული განვითარებით.

ამ დროისთვის სამივე ბლოკში პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები. C ბლოკში დასრულების ფაზაშია მე-10 სართულის არმირების პროცესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროექტი დათქმული ვადების შესაბამისად ვითარდება. ასევე დასრულებულია A და B ბლოკებს შორის დამაკავშირებელი ფილის მოწყობა — მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ეტაპი, რომელიც კომპლექსის ერთიან და ფუნქციურად გამართულ სივრცედ ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს"

როგორ იცვლება შენობის იერსახე ამ ეტაპზე და რა კონკრეტული სამუშაოები სრულდება ფასადსა და შიდა სივრცეებში?

"პროექტში აქტიურად მიმდინარეობს საფასადე ბლოკის მოწყობა, ვიტრაჟების მონტაჟი და შიდა კედლების ლესვის სამუშაოები, რის შედეგადაც შენობა ეტაპობრივად იძენს საბოლოო ვიზუალსა და არქიტექტურულ სახეს".

როგორია ბაზრის გამოხმაურება და კომერციული დინამიკა, რამდენად დიდია მომხმარებლის ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ?

"„ლისი ტრიო“ დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი საცხოვრებელი პროექტი ბინების 80% უკვე გაყიდულია, რაც მომხმარებლის მაღალი ნდობისა და პროექტის რეალური ღირებულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია."

რა ქმნის „ლისი ტრიოს“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას და რა დამატებით ღირებულებას სთავაზობს კომპლექსი მობინადრეებს?

"პროექტის კონცეფცია თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას ეფუძნება და ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ გარემოსა და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, საბავშვო ზონები, პადელის მოედანი, კომერციული და სავაჭრო სივრცეები.

ლისი ტრიოს დამატებით ღირებულებას ქმნის მისი გამორჩეული ლოკაცია ეკოლოგიურად სუფთა გარემო ლისის ტბიდან რამდენიმე წუთის დაშორებით, პანორამული ხედები დედაქალაქზე და ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო სტანდარტი.

დღეს „ლისი ტრიო“ მხოლოდ საცხოვრებელი პროექტი აღარ არის ის უკვე წარმატებული განვითარების მაგალითად და თანამედროვე ურბანული ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცედ ჩამოყალიბდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები