მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიცენზიის გაუქმების პროცესი მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ - სამინისტრო რაჭის ტყეებზე

სოფლის მეოურნეობის სამინისტრო
18.11.23 21:24
349

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში მოხდება.

"ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება.

სააგენტოსთვის ამ დროსისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს „რიონის ხეობის მცველებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები