მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აქცია იმართება

აქ

„რიონის ხეობის მცველები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

საქმე ის არის, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და ლიცენზიის შეჩერებას ითხოვდნენ. ახლა კი პროტესტი თბილისში გადმოვიდა.

რაჭის ტყეების ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ შეიძინა, რადგან ტყეში სამონადირეო მეურნეობა მოეწყო. აღნიშნული კომპანია კი ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.

15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის - ამის შესახებ მან BMG-ის თავად დაუდასტურა. მისი განმარტებით, პროექტიდან კომპანია "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" გასვლა არა პირობების შეუსრულებლობამ, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებმა განაპირობა.

"სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის"- განაცხადა დავით ხიდაშელმა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და სხვა ვალდებულებებიც შეესრულებინა, თუმცა სამინისტროს განცხადებით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.

აღნიშნული აქციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები