მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ლივერპული” მომდევნო სამი სეზონის მანძილზე ბილეთების ფასებს გაზრდის

ლივერპული ბილეთები

“ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ენფილდზე“ ბილეთების ფასები მომდევნო სეზონიდან გაიზრდება. 2026-27 წლების სეზონში ზრდა 3%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ფასები ინფლაციასთან დაკავშირებული მაჩვენებლით გაიზრდება.
კლუბის მფლობელი Fenway Sports Group ბოლო 10 წლის განმავლობაში რვაჯერ ინარჩუნებდა ფასებს უცვლელად, და ეს იქნება პირველი შემთხვევა 2010 წლის შემდეგ.

ამ ცვლილების შედეგად, ზრდასრული გულშემატკივრისთვის მატჩის ბილეთის ფასი, რომელიც ამჟამად 39-დან 61 ფუნტამდე მერყეობს, 2026-27 სეზონში თითო თამაშზე დაახლოებით 1.25-დან 1.75 ფუნტამდე მოიმატებს. სეზონური აბონემენტები, რომელთა ფასი ახლა 713-დან 904 ფუნტამდეა, გაიზრდება 21.50-დან 27 ფუნტამდე, ანუ თითო თამაშზე დაახლოებით 1.42 ფუნტით მეტი.

საბჭოს განცხადებით, ისინი ელოდნენ, რომ “ლივერპული“ მაგალითს მისცემდა სხვებს და დაიცავდა გულშემატკივრების ინტერესებს, თუმცა საბოლოოდ კლუბმა “არასწორი მიმართულება“ აირჩია.
კლუბის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ფასების ცვლილება იქნება დაკავშირებული მომხმარებელთა ფასების ინდექსთან, რომელიც ასახავს გაერთიანებულ სამეფოში საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას.

კლუბის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ფასების გაზრდა აუცილებელი გახდა მზარდი ხარჯების გამო. მათი ინფორმაციით, “ენფილდის“ ოპერაციული ხარჯები 2016-17 წლებთან შედარებით 85%-ით გაიზარდა, კომუნალური გადასახადები - 107%-ით, ბიზნეს-გადასახადები - 286%-ით, ხოლო ხელფასები - 73%-ით.

მიუხედავად ამისა, გარკვეული შეღავათები შენარჩუნდება: ბავშვთა ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება და 9 ფუნტი იქნება, ხოლო ლივერპულის საფოსტო კოდით მცხოვრები გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ბილეთებიც არ გაძვირდება. ასევე, ახალგაზრდული ბილეთებისთვის ასაკობრივი ზღვარი 21-დან 24 წლამდე გაიზრდება, რაც მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას ისარგებლოს 50%-იანი ფასდაკლებით.

პენსიონერებისთვის არსებული შეღავათები უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი განიხილავდა ასაკობრივი ზღვრის გაზრდას სახელმწიფო პენსიის ასაკის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები