ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მოუწოდეს, მათი უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს მოჰყვა.
"ვაღიარებ, რომ არ შემიძლია იმ მანდატის განხორციელება, რისთვის კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია", - განაცხადა მან.
ლიზ ტრასი პრემიერის პოსტს მხოლოდ 45 დღის განმავლობაში იკავებდა, რაც იმას ნიშნავს რომ ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე დროით იყო პრემიერი.