ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულად არ განიხილავს. ამასთან, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ გადაწყვეტილა, თუ რომელი კომიტეტი და როდიდან დაიწყებს საკითხის განხილვას.
საქმე ის არის, რომ „გირჩმა“ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი ლობისტური საქმიანობების შესახებ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტით ლობისტური საქმიანობა ლეგალური გახდება და ამასთანავე, ეს იქნება შუალედური გამოსავალი „რუსულ კანონთან“ დაკავშირებული დაპირისპირების გამო.
“ჩვენი შემოთავაზებაა, რომ აქციებისა და კონტრაქციების ნაცვლად, შუალედური გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენი კანონპროექტით ლობიზმი მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის ხდება დასაშვები. ის ორგანიზაციები, რომელთა გამჭვირვალობაც თქვენ გაინტერესებთ, ლობისტების რეესტრში დარეგისტრირდებიან და ე.წ. უცხო ძალისა და აგენტების შემოტანა საჭირო არ იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა.