მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

L'Occitane-ის ახალი მფლობელი Blackstone-ი გახდება

L'Occitane

მსხვილმა საინვესტიციო ფონდმა, Blackstone-მა ჰონგ-კონგში დაფუძნებული ფარმაკოლოგიური კომპანიის, L'Occitane-ის შეძენა გადაწყვიტა.

გარიგების ზუსტი მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით - L'Occitane-ის კაპიტალიზაცია $5.5 მილიარდს შეადგენს, ანუ Blackstone-ს აუცილებლად მოუწევს ამაზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, რათა ინვესტორებმა ტრანზაქციაზე თანხმობა განაცხადონ.

L'Occitane-ის საქმიანობის სფერო კოსმეტოლოგიას და თავის მოვლის საშუალებების შექმნას მოიცავს, ის L'Oreal-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და სწორედ ამიტომ სურს Blackstone-ს მასში ინვესტირება.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Blackstone-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 94 მილიარდ დოლარს აღწევს და ის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფონდია მსოფლიოში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები