მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის მერი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას მოითხოვს

ლონდონი

ლონდონის მერი, სადიქ ხანი რუსი ოლიგარქების და კრემლთან დაკავშირებული პირების ქონების დაუყოვნებლივ კონფისკაციას და მათი აქტივების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით უკრაინელების დახმარებას მოითხოვს.

ხანის განმარტებით, ქვეყნის მთავრობას მან უკვე მიმართა ოფიციალური მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია, რომ ლონდონის მასშტაბით 1.4 მილიარდი დოლარის ისეთი ქონება ფიქსირდება, რომელიც რუს ოლიგარქებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ამ აქტივების გაყიდვით 4,000-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, რაც ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იქნება.

საერთო ჯამში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გაყინული რუსული აქტივების მოცულობა $25 მილიარდს აღწევს, ამ აქტივების ბედ-იღბალი კი ჯერაც არ გადამწყდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები