ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება. შეგახსნებეთ, რომ 29 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 4 წლით შეაჩერა, ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, დღეს კი ფასების ცვლილება ასე ნაწილდება:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.50%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 47.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.30 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.65%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.67 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 12.46%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.66 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 552 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.