ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 5.16%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 35.65 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.75 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 6.74%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.54%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 27.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.54 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 17.19%-ითაა გაზრდილი.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.2%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.04 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 468 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 23%-ითაა გაზრდილი.
წყარო - Galt & Taggart




























