მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში ინა გუდავაძის £10-მილიონიანი სახლი დაიწვა

სარეი
BM. GE
09.10.23 12:10
364

ლონდონის სამხრეთით, სარეის საგრაფოში მდებარე £10-მილიონიანი სახლი დაიწვა. Daily Mail-ის ინფორმაციით, სახლი ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის. 

გამოცემის თანახმად, სახლის სამწლიანი რენოვაცია ფაქტობრივად დასრულებული იყო, მაშინ როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა. 

ხანძარი 23 სექტემბერს გაჩნდა და მის ჩაქრობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ამჟამად სკოტლანდ იარდი მისი გაჩენის მიზეზებს სწავლობს. ხანძარი სავარაუდოდ თავდაპირველად სახურავს მოედო.

სამსართულიანი და ცხრა საძინებლიანი სახლი დიდ ბრიტანეთში ინა გუდავაძის ერთ-ერთ საკუთრებას წარმოადგენს. სხვადასხვა შეფასებით, მისი ქონების მთლიანი ღირებულება 650 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. 

Daily Mail-ის თანახმად, რენოვაციის დასრულების შემდეგ გუდავაძე შვილებთან - ლიანა ჟმოტოვასთან და ია პატარკაციშვილთან ერთად სწორედ ამ სახლში გეგმავდა გადასვლას. 

ეს ერთადერთი სახლი არაა, რომელსაც პატარკაციშვილები სარეის საგრაფოში ფლობენ, ამ სახლიდან 300 მეტრში მდებარეობს უფრო დიდი სახლი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წელს შეიძინა და სადაც ის 2008 წელს გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები