მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში ქართული ღვინის ღონისძიებაზე 20 მეღვინე ქალის პროდუქციაა წარმოდგენილი

646f0c05ce436
BM.GE
25.05.23 11:16
1086
ლონდონში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციის გაცნობა ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, დარგის ადგილობრივ ექსპერტებსა და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს აქვთ.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის ორგანიზებით, რომელსაც 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო; ამასთან ერთად, მეღვინე ქალბატონებმა თავიანთი ღვინის პრეზენტაცია ლონდონში მდებარე ორ სხვადასხვა ღვინის ბარში ჩაატარეს.

ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგენენ. ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებით ტარდება.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები