კოსმეტიკური კომპანია L'Oreal -ის მემკვიდრე, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი პირველი ქალია, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
70 წლის ბეტანკურ-მაიერსი L'Oréal-ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად კომპანიის აქტივების 33%-ს ფლობს.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2023 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით მისი ქონება 100.1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც საფრანგეთის მოდისა და კოსმეტიკური ინდუსტრიის გაფართოებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, კოსმეტიკური კომპანია L'Oreal 1909 წელს ეჟენ შიულემ დააფუძნა. ბეტანკურ-მაიერს ქონება კი დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა.