დღესდღეობით ესპანურ ლა ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება შედეგიანი თამაშით მიიპყრო. თავად ფეხბურთელი, როგორც ჩანს მოდასაც დიდ ყურადღებას უთმობს და Louis Vuitton-ის გულშემატკივარია, რადგან ზაფხულში მათ მოდების ჩვენებას დაესწრო და ამავდროულად ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზეც აღნიშნული ბრენდის სამოსით გამოჩნდა.
მოდის სახლი ფეხბურთელთან თანამშრომლობას განიხილავს და თუ ეს მცდელობა წარმატებული გამოდგა ბელინგემი შეუერთდება ისეთი მოთამაშეების სიას, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ა.შ.
ინგლისელ ნახევარმცველს ამ ეტაპზე მხოლოდ “Adidas-თან” აქვს ბუცებთან დაკავშირებული კონტრაქტი გაფორმებული და გასულ წელს გერმანულ ორგანიზაციასთან კოლაბორაციის ფარგლებში იტალიური ბრენდის “Gucci-ის” ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, ჯუდ ბელინგემამდე ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მოდის სახლებთან მრავალ მილიონიანი კონტრაქტები გაფორმებული აქვთ ჯეკ გრილიშს - Gucci-სთან, ხოლო რაჰიმ სტერლინგს, მარკუს რაშფორდს და ბუკაიო საკას Burberry-სთან.